ნელი თავგაზაშვილი: ,,მავთულხლართების მეორე მხარეს ჩემი მაზლის ოჯახი ცხოვრობს"
14:02 / 15.11.2018
მიმდინარე კვირიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლების, ხურვალეთისა და ძუკაანთკარს შორის არსებულ ტერიტორიაზე
ახალი მავთულხლართები დაამონტაჟეს. ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს.
მათი თქმით, რუს სამხედროებს მიტანილი აქვთ კიდევ დამატებითი მასალა.
,,სად დაამონტაჟებენ იმ მოტანილ მავთულებს, ჯერ არ ვიცით" - აცხადებს
ლუდა სალია, რომელიც სოფელ ხურვალეთში არსებულ მოხუცთა თავშესაფრის
ხელმძღვანელია.
ნელი თავგაზაშვილის ოჯახი ერთ-ერთია იმ მოსახლეებიდან, რომლებიც
გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. მისი მაზლის ოჯახი მავთულხლართების მეორე
მხარეს ცხოვრობს. ამბობს, რომ ამ ბარიერებმა ორი ოჯახი ერთმანეთს
დააშორა.
,,ახლა კიდევ ამაგრებენ მაგ ეგრეთ წოდებულ საზღვარს, რა თქმა უნდა, ეს
იმის მანიშნებელია, რომ საბოლოოდ ვკარგავთ ჩვენს ნათესავებს" - ამბობს
ნელი თავგაზაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები