ახალი ამბები
ამ წუთებში გორში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი მიმდინარეობს
გორში, კომბინატის კულტურის ცენტრში ქართული ესტრადის მომღერლები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად კონცერტს მართავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ჯგუფი ,,ფორტე", ჯემალ სეფიაშვილი, რომა რცხილაძე, ცისანა სეფიაშვილი და ესტრადის სხვა მომღერლები. 

კონცერტის მონაწილეები დამსწრე საზოგადოებას მოუწოდებენ, 28 ნოემბერს მივიდნენ არჩევნებზე, პრინციპული არჩევანი გააკეთონ და მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები