ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სოფელ ფერმაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ
კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მოსახლეობას, ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური და ამავე პარტიის კასპის რაონის თავმმჯდომარე ნუგზარ ნონიაშვილი შეხვდნენ.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის დიდი ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, სოფელ ფერმაში, გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 67 ხმით მოუგო.

,,თქვენს სოფელში ჩამოვედი იმის გამო, რომ მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაგვიჭირა სარპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება მათ ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები