ახალი ამბები
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმსაჯულთა შერჩევა გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება
ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული განჩინება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

"ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა კობაურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ვერ მოვისმინე ვერც ფაქტობრივი და ვერც სამართლებრივი არგუმენტები, ეს იყო ზოგადი განაცხადი", - აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღად 2018 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი გამოაცხადა. შერჩევა გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები