ახალი ამბები
ზემო არცევის საოკუპაციო ხაზი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსნა (VIDEO)
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქცეული ეკლესია გიორგობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საათით გახსნეს.

დიდი ხნის უნახავი ნათესავები ერთმანეთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ წმ. გიორგის ეკლესიაში შეხვდნენ.

უსაფრთხოების ზომებს ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებდნენ, ხოლო სოფელ არცევის სასაფლაოსთან ახლოს პატულირებდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც.



Print

სტატიის გამოყენების პირობები