ახალი ამბები
ხეობელებმა მეტეხის დევნილთა ჩასახლებაში სამლოცველო ააშენეს
23 ნოემბერს, სოფელ მეტეხის ჩასახლებაში წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო გაიხსნა. სამლოცველოს აშენება სოფელ კეხვიდან დევნილმა ხვიჩა ნებიერეიძემ გადაწყვიტა.

კასპის რაიონის სოფელ მეტეხის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებმა მოსახლეობამ, ნებიერიძის წამოწყებას მხარი დაუჭირეს და სამ თვეში პატარ ტაძარი შემატეს სოფელს.

ამჟამად ჩასახლებაში, ქემერტიდან, ჭარებიდან, აჩაბეთიდან, ერედვიდან და ძარწემიდან, 2008 წლის ომის შემდეგ წამოსული 35 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

ომიდან ათი წლის თავზე, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილმა მოსახლეობამ, სოფელ მეტეხში საკუთარი ხელით აგერბულ სამლოცველოში გიორგობა ერთად აღნიშნეს.

იხილეთ ამავე თემაზე: კეხვიდან დევნილი კოტეჯებში წმ. გიორგის ეკლესიას აშენებს

Print

სტატიის გამოყენების პირობები