ახალი ამბები
,,გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებს შინდისის საარჩევნო უბანი დაკეტილი დახვდათ
არჩევნებამდე სამი დღით ადრე "გაერთიანებული ოპოზიცია" საარჩევნო უბნებზე არსებულ სიტუაციას ეცნობა და ამომრჩეველთა სიით ინტერესდება.

დღეს ოპოზიცია შინდისში ჩავიდა და 94-ე უბნის დათვალიერებას შეეცადა, მაგრამ როგორც მათ მიერ გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს საარჩევნო უბნის კარი დაკეტილია და ადგილზე წარმომადგენლები არ იმყოფებიან.

,,დღეს ვიმყოფებოდით სოფელ შინდისის 94-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც დაკეტილი დაგხვდა. არც კომისიის თავმჯდომარე, არც მოადგილე და არც მდივანი არ იმყოფებოდნენ უბანზე.  ასევე არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი სია, რაც ხელს უშლის მოქალაქეებს შეამოწმონ თავი ერთიან სიაში."- ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბექა ქორჩილავა. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები