ახალი ამბები
ხაშურში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კიდევ ერთი საავადმყოფო გაიხსნა
ხაშურში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კიდევ ერთი საავადმყოფოს გახსნის ოფიციალური ცერემონია გუშინ გაიმართა.

მრავალპროფილური კლინიკის გახსნას საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და ,,გორმედის" დამფუძნებლები და ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

,,გორმედის“ ქსელი შიდა ქართლის რეგიონში ოთხ სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს. მუდმივ სამუშაოზე დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი (სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი) და შესაბამისად, შპს ,,გორმედი“ რეგიონში მოქმედ კომპანიებს შორის, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები