ახალი ამბები
გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ბუნაგები გაკეთდება
ცხოველთა უფლებადამცველი და ვეტერინარული კლინიკა ,,მარკოს" ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი გორში, ზამთრის პირობებში მიუსაფარი ძაღლებისთვის შესაბამისი სახლებს დამზადებას გეგმავს.

ინიციატივა მან სოციალური ქსელის საშუალებით გააჟღერა, რასაც მოსახლეობის მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვა.

,, ამ ეტაპზე ვეძებ მოხალისეებს, დურგლებს, ასევე ადამიანებს ვისაც აქვთ საშუალება დაგვეხმარონ ფინანსურად, ან მოგვაწოდონ მასალები სახლების გასაკეთებლად. გორის მუნიციპალიტეტის მერიაც შეგვპირდა დახმარებას. ერთ-ერთი მოქალაქე უკვე ამზადებს და რამდენიმე დღეში გადმოგვცემს 3 ცალ სახლს.“- ამბობს ირმა მთიულიშვილი.

მიუსაფარი ძაღლებისთვის ბუნაგებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში დადგამენ.

შესაძლებელია თანხის გადარიცხვა:
TBC Bank
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE51 TB70 5523 6080 1000 05
მიმღები: ააიპ ცხოველთა დახმარების უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები