ახალი ამბები
მუსიკისა და ცეკვის ცენტრი ,,იბერია‘’ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა
მუსიკისა და ცეკვის ცენტრ ,,იბერიის ‘’ თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ ტუკვაძეებისა და ქერდიყოშვილების ოჯახებს, პროდუქტი და თბილი ტანისამოსი გადასცეს.

ორივე ოჯახისთვის პროდუქტი და სამოსი ,,იბერიის“ თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა შეაგროვეს.

ლუიზა ტუკვაძე სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. მისი თქმით, თაქნხას რომელსაც ყოველთვიურად სოციალურ დახმარების საშუალებით იღებს ბავშვების გამოსაკვებად არ ჰყოფნის.

,,ის თანხა, რომელსაც სოციალური დახმარებიდან ვიღებ, ძირითადად კომუნალურ გადასახადებს ხმარდება. ერთი პატარა ოთახი მაქვს ნაქირევები და იმდენად ცუდი პირობებია, რომ ბავშვები სინესტეში ხშირად ავადდებიან.“-ამბობს ლუიზა ტუკვაძე.

მარიამ ქერდიყოშვილი და მისი მეუღლე, წლებია ყოფილი ხის საამქროს საყარაულოს ერთ პატარა ოთახში, ორ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახს ელექტროენერგიის გადასახადს, უფუქციოთ დარჩენილი ხის საამქროს მეპატრონე უხდის.



Print

სტატიის გამოყენების პირობები