ახალი ამბები
ორი ავარია ავტობანზე - 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ორი ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.

ტოიოტას მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მეორე ავარიას, ავტომანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. შს სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე შესაბამისი მუხლი ჯერ გამოკვეთილი არ არის
.





Print

სტატიის გამოყენების პირობები