ახალი ამბები
სამწევრისში საპრეზიდენტო კანდიდატებმა ხმები 147/147-ზე გაიყვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში საპრეზიდენტო კანდიდატებმა - სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში თანაბარი ხმები აიღეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე, 296 ამომრჩეველი გამოცხადდა - რეგისტრირებული 442 ამომრჩევლიდან.

ხმის დათვლის შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ 2 ბიულეტენი.

მე-2 ტური

გრიგოლ ვაშაძე - 147
სალომე ზურაბიშვილი - 147

ბათილი 2

მე-2 ტურში მონაწილეობა მიიღო 296-მა ამომრჩეველმა.



1-ლი ტური

1-ლ ტურში სამწევრისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

გრიგოლ ვაშაძე - 120
დავით ბაქრაძე - 50
სალომე ზურაბიშვილი - 63

ბათილი - 5

1-ელ ტურში მონაწილეობა მიიღო 256-მა ამომრჩეველმა.


სოფელი სამწევრისი ქარელის მუნიციპალიტეტის კეხიჯვრის თემში შედის, სადაც ასევე აჭარიდან ეკომიგრანტები ცხოვრობენ
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები