გორის საკარანტინო სივრცე 8 პაციენტმა დატოვა
11:02 / 13.03.2020
გორის საკარანტინო სივრცით 57-მა პაციენტმა ისარგებლა, აქედან 8
პაციენტი უკვე გაწერეს.
დღეის მდგომაორებით, გორის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 49 პაციენტი.
დაარსებიდან დღემდე, (2 მარტიდან 13 მარტამდე) საკარანტინო სივრცით სულ 57-მა პაციენტმა ისარგებლა. აქედან 8 პაციენტი უკვე გაწერეს.
57 პაციენტიდან საეჭვოდ მიიჩნიეს 20 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა მათ ტესტებზე უარყოფითი პასუხია მიღებული.
ლუგარიის ლაბორატორიაში გაგზავნილი გუშინდელი ორი ტესტიდანაც უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს დამატებით კიდევ 4 ტესტი გადაგზავნეს.
გორის ჰოსპიტალში მათ პასუხებს დღის ბოლომდე მიიღებენ.
,,ამჟამად, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხვალ და ზეგ იმ პაციენტებს გავწერთ, რომელთაც საკარანტინო ვადა გაუვიდა" - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა დავით ბარლიანმა.

სტატიის გამოყენების პირობები