კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გორის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა
11:56 / 22.04.2021
კორონავირუსის შემთხვევების მომატების გამო, გორის თეატრში
სპექტაკლები მოიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერ კიდევ 18 აპრილს, ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებით, აპრილის თვეში არც ერთი წარმოდგენა გაიმართება, ხოლო მოქალაქეებს ბილეთების თანხის დაბრუნება შეუძლიათ.
ის, ვინც ბილეთების დაბრუნებას ვერ შეძლებს, ნაყიდი ბილეთი მომავალში შეუძლია გამოიყენოს.
დღეს შიდა ქართლში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სტატიის გამოყენების პირობები