ახალი ამბები
ბლოგი: ჩვენ ვირჩევთ ილიას და ცოდნის - თვითმმართველობის გზას
საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებები და მმართველობის ერთი მოდელიდან მეორეზე გადასვლა მუდამ დაკავშირებულია კონკრეტულ პარტიებთან, ხელისუფლების დაკარგვის შიშებსა და მცდელობასთან, რომ როგორმე შეინარჩუნონ და განამტკიცონ ძალაუფლება. სამწუხაროდ, ჩვენ ვაგრძელებთ რყევებს, მოჯადოებულ წრეზე სიარულს და ვერ ვქმნით საყოველთაო, მტკიცე და სტაბილური სახელმწიფო მოწყობის წესსა და აგებულებას. ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება ის, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფ
ის ინტერესის, მოთხოვნილებების გამომხატველი და ის უნდა წარმოადგენდეს ჩვენი ერთიანობისა და მშვიდი თანაცხოვრების გარანტს.


რამდენიმე დღის წინ შვიდ თვითმმართველ ქალაქში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გადაგზავნილი წერილის განხილვა დასრულდა, რასაც ძალიან დიდი გაურკვევლობა და ვნებათაღელვა ახლდა თან. წერილის შინაარსის მიხედვით, 2014 წლის ცვლილებები კვლავ საწყის მდგომარეობაში ბრუნდება და შვიდივე ქალაქი კარგავს თვითმმართველი ერთეულის სტატუსს, საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტები კვლავ ერთიანდება. ელვის სისწრაფით დაჩქარებულმა პროცესმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და ჩემი ბლოგის არსიც სწორედ ამ პროცესების შეფასებისა და კრიტიკის, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა. ჩემი სურვილია, რაღა თქმა უნდა, რამდენადაც მე შემიძლია და მოვახერხებ, წარმოვაჩინო თვითმართველობის მნიშვნელობა, იმ ფორმალური ბაზისის და პერსპექტივის ჩაკვლა, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული, სახალხო მმართველობის პრინციპების მქონე სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

2014 წელს განხორციელებულმა თვითმმართველობის რეფორმამ დიდი იმედი გააჩინა, რომ რეგიონები გათავისუფლდებოდნენ ცენტრალური მმართველობისგან, რომ ისინი თავად შექმნიდნენ ადგილობრივ პოლიტიკას, ადგილობრივ დონეზე განსაზღვრავდნენ საჭიროებებს და, რაც ყველაზე მთავარია, გადაწყვეტილებებიც მიიღებოდა ადგილობრივი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის თანამონაწილეობით. პირდაპირი წესით არჩეული მერებისა და გამგებლების, ადგილობრივი საკრებულოების გაჩენამ, მუნიციპალიტეტების გაყოფამ, რაც გულისხმობს იმას, რომ ურთიერთგამიჯნული, ცალკე ქალაქსა და ცალკე თემზე ორიენტირებული მმართველი რგოლისა და სერვისების შექმნა უფრო ეფექტურს, ხელშესახებს გახდიდა მმართველობას. თვითმმართველობის ლოგიკაც ხომ ამაშია, უტყუარია და განვითარებული ქვეყნების მაგალითიც ამას გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტად დეცენტრალიზებულია, რაც უფრო მეტი ძალაუფლება გადაეცემა ხალხს და რაც უფრო დიდია საზოგადოების თანამონაწილეობა მმართველობაში, მით უფრო დიდია ასეთი სახელმწიფოებში საზოგადოების კეთილდღეობა.

თვითმართველობა რეალურად მუშაობს თუ ის მხოლოდ ფორმალურ ბაზისს წარმოადგენს?


სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერები და თემის გამგებლები, ისევე როგორც საკრებულოს წევრები, პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირები არიან, ისინი ყოველთვის განიცდიან ცენტრალური ხელისუფლების გავლენას. ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების ნაცვლად, გადამწყვეტ როლს გუბერნატორის ინსტიტუტი ასრულებს. ერთი მხრივ, არსებობს საკანონმდებლო ბაზა და ადგილობრივი მმართველი რგოლი და, მეორე მხრივ, მას არ ეძლევა დამოუკიდებლად არსებობისა და მოქმედების შესაძლებლობა. საუბედუროდ, ადგილობრივი პოლიტიკოსები არასოდეს იჩენენ უნარს, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, გაილაშქრონ საკუთარი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულების დამაბრკოლებელი მიზეზების წინააღმდეგ, ისინი ყოველთვის არჩევენ უპრინციპობასა და ცენტრიდან მიღებული დირექტივების უსიტყვო შესრულებას.

ამ პირობებში რაღა აზრი აქვს ფორმალური თვითმართველობის არსებობას?


განვითარებული ერების ისტორია ერთგვარ პატარა ფანჯარას წარმოადგენს ჩვენთვის, რომელშიც შეგვიძლია გავიხედოთ და დავინახოთ, რომ ამ ქვეყნების განვითარება სწორედ დეცენტრალიზაციით, თვითმმართველი რეგიონების მნიშვნელობის გაზრდით იწყება. ჩვენი გზაც სწორედ ესაა! ოდესმე ეს პროცესი ჩვენც ხომ უნდა დავიყწოთ?! მე მგონია, არა, მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ შევინარჩუნებთ არსებულს და ვიფიქრებთ იმაზე, რომ უფრო ღია გავხადოთ პოლიტიკური სისტემა, ხორცი შევასხათ რეალურ თვითმმართველობას, ეს გაზრდის მმართველობის ეფექტურობას, გააჩენს მეტ შესაძლებლობებს მოსახლეობისთვის და გაზრდის საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში.

რაში მდგომარეობს სამინისტროს არგუმენტების კრიტიკა?

1) ქალაქ გორისა და თემის მუნიციპალიტეტების გაყოფის შემდეგ რამდენიმე საბავშვო ბაღი მოექცა ქალაქის დაქვემდებარებაში, რომლითაც ძირითადად თემის მოსახლეობა სარგებლობს, ხარჯები კი ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ასევე, რამდენიმე ნაგვის გატანის მანქანა დარჩა ქალაქის საკუთრებაში და სოფლებს ამ კუთხით პრობლემები შეექმნათ. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტებს შორის რესურსები ეფექტურად ვერ გაიყო. მოკლედ რომ ვთქვათ, თვითმმართველობის მნიშვნელობა და არსი დაყვანილია რამდენიმე ნაგვის მანქანასა და საბავშო ბაღზე, რაც ძალიან არასერიოზულია.

2) ,,მოქალაქეთა ნდობა თვითმმართველობისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში არსებითად არ შეცვლილა" როგორც მე ვიცი, როგორც ამას სხვადასხვა ავტორი და მეცნიერი გვეუბნება, რასაც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ნდობასა და ჩართულობას სწორედ თვითმმართველობის არსებობა განაპირობებს. ერთი მხრივ, მოსახლეობა უშუალოდ ირჩევს საკუთარი მმართველობის რგოლს, მეორე მხრივ, არჩეული პირები ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან ამავე საზოგადოების წინაშე. თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე თემსა თუ ქალაქს ასევე გააჩნია საკუთარ საჭიროებებზე გათვლილი ბიუჯეტი, სერვისები, რომლითაც უშუალო სარგებელს იღებს მოსახლეობა.

3) ,,მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები" საკანონმდებლო დონეზე სანამ ფინანსურ-ეკონომიკური დეცენტრალიზაცია არ მოხდება, სანამ მუნიციპალურ ერთეულებში არსებული სიმდიდრე მათვე არ დაურეგისტრირდებათ, იქამდე რა ფინანსურ ზრდაზეა საუბარი. შემოსავლები მთლიანად დამოკიდებულია ცენტრიდან ტრანსფერებზე. პირიქით, თუ ვინმეს ზრდა და ამ კუთხით წინსვლა უნდა, უფრო მეტი დეცენტრალიზაციისთვის უნდა დაეჭირა მხარი.

4) ,,მინიმუმ გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ერთის მაგივრად ორი თვითმმართველი ერთეული და, შესაბამისად, მათი ორგანიზაციების შექმნის შედეგად´´ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და თავის მოტყუება არ გვჭირდება, რომ ხშირ შემთხვევაში ახალი სამსახურები და ორგანიზაციები იქმნება პარტიული აქტივის დასაქმებისთვის და არა საჭიროებიდან გამომდინარე. პრობლემა სწორედ აქ უნდა ვეძებოთ და არა იმაში, რომ გორის შემთხვევაში 48 ათას და თემის შემთხვევაში 77 ათას ადამიანს საკუთარი სერვისები სჭირდება. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფა თავისთავად დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, მაგრამ ჩვენ ეს ხარჯები უნდა გავიღოთ მეტი დემოკრატიისა და შესაძლებლობებისთვის.

5) ,,გაუარესდა ხარჯვის ეფექტიანობა" ხარჯვის არაეფექტიანობა პირდაპირ დაკავშირებულია ნაკლები ცოდნისა და კომპეტენციის მქონე საჯარო პირებთან. უბრალოდ აბსურდია, პრობლემები ეძებო საკუთარ საჭიროებებზე გათვლილი ბიუჯეტისა და განვითარების გეგმის ქონაში, ამაზე მსჯელობაც კი საღ აზრს მოკლებულია.



ვიმედოვნებ, ხელისუფლება გაუძლებს ცდუნებას და უარს იტყვის ძალაუფლების მცირე ჯგუფის ხელში კონცენტრირებაზე. ვიმედოვნებ, რომ 2014 წელს გაჩენილი იმედი და პერსპექტივები არ გაქრება და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ იმ 9-წლიან პრაქტიკას, რომელმაც კონსტიტუცია ჩოხასავით მოარგო კონკრეტულ პირებს. არცერთ პარტიას აღარ უნდა მიეცეს გასაქანი მცირე ჯგუფის გემოვნებით შექმნას ძირითადი კანონი !

გზა უნდა გაეხსნას ხალხის მმართველობას !

ნოდარ ეცადაშვილი
გერმანია, ფურთვანგენის უნივერსიტეტი.
25.05.2017

 

Print E-mail
FaceBook Twitter
რეკლამა
ვიდეორეპორტაჟი
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა,

მისი სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ, მეუღლის გვერდით, ოსურ სოფელ ხელჩუაში დაეკრძალათ.

,,არაფერი გასართობი ადგილი არ არის. ხანდახან სათამაშოდ თავის კლასელებთან მიდის ისევ მერეთში"
მონაწილეებს შორის არიან პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საჯარო მოხელეები, მერის
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა?
ამავე კატეგორიაში
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა,
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა,
13:50 / 28.12.2019
,,არც გააჩერა მანქანა
,,არც გააჩერა მანქანა" - გვითხრა მეექვსე კლასელი მოსწავლის დამრიგებელმა
17:00 / 18.12.2019
მისი სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ, მეუღლის გვერდით, ოსურ
სოფელ ხელჩუაში დაეკრძალათ.

მისი სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ, მეუღლის გვერდით, ოსურ სოფელ ხელჩუაში დაეკრძალათ.

22:14 / 16.12.2019
,,არაფერი გასართობი ადგილი არ არის. ხანდახან სათამაშოდ თავის
კლასელებთან მიდის ისევ მერეთში
,,არაფერი გასართობი ადგილი არ არის. ხანდახან სათამაშოდ თავის კლასელებთან მიდის ისევ მერეთში"
20:51 / 15.12.2019
მონაწილეებს შორის არიან პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები,
საჯარო მოხელეები, მერის
მონაწილეებს შორის არიან პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საჯარო მოხელეები, მერის
11:49 / 14.12.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.