ავარია ხიდისთავთან
გორი-ხიდისთავის გზაზე ავარია მოხდა.

მკვეთრ მოსახვევში მსუბუქი ავტომანქანა ამობრუნდა.

როგორც შსს სამინისტროს პრესსამსახურში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით

(ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).




Print

სტატიის გამოყენების პირობები