ქარელის მერი: ,,მარხვის გამო, სასულიერო პირებს ვერ შევხვდი“

„სასულიერო პირებთან მსურდა შეხვედრა, მაგრამ მარხვის გამო, შეხვედრა გადაიდო.“ - ეს განცხადება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა გააკეთა.
ქარელის პირველ პირს და რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ თავად ზაზა გულიაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაანონსა, ქარელის მერის განცხადებით საუბარი სოფელ გვერძნეთში მიმდინარე პროცესებს უნდა შეხებოდა.

აჭარის პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გულიაშვილმა კატეგორიულად უარყო მისი მოადგილის, ნუზგარ დაბრუნდაშვილის მიერ, გადაცემა „ქართლის სტუდიაში“ გაკეთებული რეზონანსული განცხადების შინაარსი და ჟურნალისტს არწმუნებდა, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მცდარი მოსაზრებაა.

ცნობისთვის, ზაზა გულიაშვილის მოადგილემ გადაცემა „ქართლის სტუდიაში“ განაცხადა, რომ ძამას ხეობაში მცხოვრებ აჭარელ ეკომიგრანტებს სასულიერო პირები ავიწროვებენ. ნუგზარ დაბრუნდაშვილის თქმით, მათ შევიწროვება რელიგიური და კიდევ სხვა ნიშნით ხდება, რის გამოც, ეკომიგრანტები ხეობას ტოვებენ.

ვიცე მერის რეზონანსული განცხადების შემდეგ, საქმით სახალხო დამცველი დაინტერესდა, შსს-მ კი, გამოძიება დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები