პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო
შიდა ქართლის პროკურატურამ ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილისთვის პოლიციელების მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით დაიწყო,

ეს მუხლი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების  ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით  სამ წლამდე.

წიწიკაშვილი პროკურატურაში ხვალ, 10:30 საათზეა დაბარებული. საზედამხედველო უწყებამ საქმეზე გამოძიება სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს სამართალდამცველებმა ალექსანდრე ოხანაშვილმა და რამაზ გრიგალაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს, კერძოდ კი, იმ ავარიის გადაღების საშუალება შეიზღუდეს,  რომელშიც შსს ავტომობილი ფიგურირებდა.

წიწიკაშვილმა გამოძიების თხოვნით გენერალურ ინსპექციას მიმართა თუმცა, შსს თანამშრომლების ზედამხედველმა ორგანომ პოლიციელების გადაცდომა ვერ დაადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები