გორში მამაკაცმა პოლიციელებს აგინა
გორის სასამართლოში მიიყვანეს მამაკაცი, რომელმაც პოლიციელებს აგინა. შემთხვევა წუხელ გამთენიისას მოხდა.

შს სამინისტროს თანამშრომელმა 30 წლამდე ასაკის მოქალაქეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით შეუდგინეს ოქმი.

ოქმის მიხედვით, მამაკაცი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. მოუწოდეს სიმშვიდისკენ, თუმცა აგრესია შემდეგ, პოლიციელების ჩვენებით, მათი მისამართით გააგრძელა.

პოლიცია აცხადებს, რომ მოქალაქე მათ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა. საქმეს მოსამართლე ნინო გერგაული განიხილავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები