ვარიანში ბელები გადამალეს - ძებნას პოლიცია გააგრძელებს
სოფელ ვარიანში გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებს ბელები ადგილზე აღარ დახვდათ.

ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს. პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საქმეში პოლიცია ჩაერთვება.

,,ჩვენი თანამშრომლები, ვიდეოს მოწოდების შემდეგ, დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე, თუმცა იმ შენობაში ბელები აღარ აღმოჩნდნენ. რა მოხდა, ამას უკვე პოლიცია გაარკვევს'' - ამბობს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

2019 წლის 17 ივლისს GSPSA-მ მიიღო შეტყობინება და ფოტო-ვიდეო მასალები დატყვევებული დათვის ბელების შესახებ.    
,,როგორც თვითმხილველმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ეს ბელები დატყვევებული ჰყავთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში არსებულ ნაგებობაში, რომელსაც გააჩნია გისოსებიანი სარკმელი. თვითმხილველის ინფორმაციით, ისიინი ყურადღება მიიპყრო ბელების ბღავილმა, რის შემდეგ აღმოაჩინა ეს ნაგებობა და დაინახა ბელები. მანვე გადაიღო ვიდეო და სასწრაფოდ მოგვაწოდა ინფორმაცია"" - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში..

GSPSA-ს ხელმძღვანელობა სასწრაფოდ დაუკავშირდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო-ს და მოითხოვა დაუყონებლივ რეაგირება კანონის სრული დაცვით.

GSPSA იმედოვნებდა,, რომ ამინისტროსს მხრიდან იქნება რეაგირება, ბელები ჩამოერთმევა კანონმდარღვევს და გადმოყვანილი იქნებიან ან ზოოპარკში, ან თავშესაფარში, ხოლო კანონდამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ქმედება.

,შესაძლებელიაა ამ ბელებს დედა მოუკლეს და ეს ბელები დატყვევებული ჰყავთ შემდგომში ხალხის გართობის ან დათვის ხორცისგან მწვადების დაგემოვნების მიზნით. თუ ასე არ არის, მაშინ მათ უნდა შეეტყობინებინათ გარემოს დაცვის სამინისტროსათვის და გადაეცათ ცხოველები. საქართველოშიი კვლავ გრძელდება ცხოველისადმი სისასტიკე" - ასკვნის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები