გუგუტიაანთკარში ოკუპანტები დღეს აღარ გამოჩენილან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან.

როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდფან იტყობინება, ამ წუთებში ე.წ. საზღვართან მხოლოდ ევროკავშირის სადამკვრირებლო მისისს წარმომადგენლები და ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ.

ცნობისთვის, გუგუტიაანთკარში ოკუპანტები 2 დღის წინ გამოჩნდნენ და როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, ე.წ. საზღვარი გადმოწიეს.

ახალი მწვანე ბარიერების მიღმა ლავრენტი გუგუტიშვილის და გივი რაზმაძის სახლები ექცევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები