წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავებას 2 მოქალაქე გადაურჩა
,,2 ბიჭი მოშორებით მიდიოდა. დაინახეს, როგორ მიუშვირეს იარაღები რუსმა სამხედროებმა დანარჩენებს და წაიყვანეს" - ახალი დეტალები გახდა ცნობილი გამყოფ ხაზთან  ახალუბნელების დაკავების ფაქტზე.

ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი ყვება, რომ იმ ეკლესიაში, რომელიც მუხებში მდებარეობს, ბიჭები სასაფლაოზე ყოფნის შემდეგ წავიდნენ:

,,ბიჭები საფლავზე ყოფილან. შენდობა უთქვამთ გარდაცვლილი ახლობლის საფლავზე. მერე თქვეს: მოდი ჩვენსს წმინდა გიორგის ეკლესიაშიც ავიდეთო. ეს ეკლესია მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მუხიანს ეძახიან. სულ 9-ნი ყოფილან. 7 დააკავეს, ორი მათგანი დაკავებას გადარჩა - გვიყვება ახლობელი.

ახლობლებისგან განსხვავებით მწირ ინფორმაციას ფლობენ სოფლის დეპუტატი და გამგებელი.ილია ვარდანაშვილი და ტარიელ ვათიაშვილი აცხადებენ, რომ კონკრეტულად რომელი ეკლესიიდან წაიყვანეს ბიჭები, არ იციან.

წმინდა გიორგის ეკლესია ახალუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ორია. ამათგან, ერთ-ერთი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მას აძვის წმ. გიორგის უწოდებენ. ამ ეკლესიაში მეუფე ანდრია ყოველი წლის გიორგობას მრევლთან ერთად ხვდება. გიორგობის დღესასწაულზე რუსი სამხედროები დღის გარკვეულ მონაკვეთზე მრევლს და მიტროპოლიტს ეკლესიაში მისვლის უფლებას აძლევენ. 

ფოტო სწორედ გიორგობასაა გადაღებული. აძვის წმინდა გიორგი ძლიერ სალოცავად ითვლება აძურას ხეობის ქართველ და ის მოსახლეობაში.

რაც შეეხება დაკავებულებს, ახლობლები ფიქრობენ, რომ სასამართლო ორშაბათს გაიმართება: ,შაბათ-კვირა დაემთხვა და ამიტომ ორშაბათს ველოდებით სასამართლოს"
Print

სტატიის გამოყენების პირობები