საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ ახალუბნელთა 3 მანქანა დააბრუნეს
აძვის წმინდა გიორგის ეკლესიასთან გაჩერებული 3 მანქანა რუსმა სამხედროებმა დააბრუნეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა. დრონით გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მანქანები ეკლესიის სიახლოვეს იყო გაჩერებული.

როგორც ცნობილია, 17 აგვისტოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალუბნელი 7 მამაკაცი დააკავეს. მათი სასამართლო ცხინვალში სავარაუდოდ დღეს 19 აგვისტოს გაიმართება.

ცხინვალის იზოლატორში იმყოფება ასევე კიდევ ერთი დაკავებული, რომელიც 18 აგვისტოს მეჯვრისხევის სიახლოვეს დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები