გორის დილას სტადიონის განათების კოშკურაზე მამაკაცი ისევ ავიდა, რომელიც გადმოხტომას აპირებდა

გორში, თენქგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მდებარე განათების კოშკურაზე მამაკაცი ავიდა, რომელიც გადმოხტომით იმუქრებოდა.

შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც qartli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სტადიონზე ოპერატიულად მივიდნენ მაშველები, რომლებმაც მოქალაქე კოშკურიდან ჩამოსვლაზე დაითანხმეს .

შსს-ში გვითხრეს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, ფაქტზე გამოძიება დაწყებული არ არის.

ცნობისთვის, აღნიშნული პიროვნება ორი დღის წინ, სტალინის სახელობის კვერში არსებულ ნაძვზეც ავიდა. ის ხიდან საკუთარი სურვილით ჩამოვიდა.

მსგავს მეთოდს აღნიშნულმა მოქალაქემ გასულ წლებშიც არაერთხელ მიმართა.

იხილეთ ვიდეო Qartli.ge-ს არქივიდან:


Print

სტატიის გამოყენების პირობები