ბოლო 8 თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში 351 360 ტურისტი ჩამოვიდა
ბოლო რვა თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში 351 360 ტურისტი შემოვიდა.

ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის ტურიზმის განყოფილებიდან აცნობეს.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი გორს აგვისტოს თვეში სტუმრობდა.

კერძოდ, აგვისტოს თვეში 68 637 ტურისტია რეგისტრირებული, ივლისში 55 977, ივნიში 68 710, მაისში 72 308, აპრილში 46 541, მარტში 21 553, თებერვალში 8545, ხოლო იანვარში 9089.


ტურიზმის განყოფილებაში ამბობენ, რომ ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს სტალინის სახლმუზეუმი და უფლისციხე იწვევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები