გახარიას წინააღმდეგ გორის ციხეზე აქცია გაიმართა
ორგანიზაცია ,,სირცხვილიას''  წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ.

ამ მიზნით გორის ციხეზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გიორგი გახარიას დამსახურებით, 20 ივნისს, საპროტესტო აქცია დაარბიეს.

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ და გააპროტესტონ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები