შიდა ქართლში კომაროვის კიდევ ერთი შაბათის სკოლა გაიხსნა
გორის, ქარელისა და ხაშურის შემდეგ, კომაროვის შაბათის სკოლა კასპშიც ფუნქციონირებს.

2019-2020 სასწავლო წლის რეგისტრაცია დაიწყება 21 სექტემბრიდან, ხოლო საგაკვეთილო პროცესი - 28 სექტემბერს. 

პირველადი რეგისტრაციისთვის დაინტერესებული პირები  21 სექტემბერს 11 საათზე კასპის მერიის შენობის საკონფერენციო დარბაზში უნდა მივიდნენ.

თბილისში საშაბათო სკოლის ათწლიანი წარმატებული ფუნქციონირების შემდეგ, კომაროვის სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ეს პროექტი გააფართოვოს და რეგიონის მოსწავლეებსაც შესთავაზოს.

იმის მიუხედავად, რომ კომაროვის სკოლა თბილისში მდებარეობს იგი მთელი საქართველოს ნიჭიერი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მოგეხსენებათ, რომ კომაროვის სკოლას აქვს კეთილმოწყობილი პანსიონი, რომელშიც მუდმივად რეგიონიდან 100-ზე მეტი საუკეთესო მოსწავლე ცხოვრობს და განათლებას კომაროვის სკოლაში იღებს სრულიად უფასოდ.

კომაროვის სკოლისთვის რეგიონებთან ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე თუ კურსდამთავრებული სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საშაბათო სკოლის რეგიონში გახსნა ხელს შეუწყობს უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენასა და მომავალში მათ წინსვლას.

საშაბათო სკოლა უკვე გაიხსნა ადიგენის , თერჯოლის, ზესტაფონის ,სამტრედიის, ვანის, რუსთავის, ხაშურის, თელავის, ბათუმის, ხობის, საჩხერის, ჭიათურის, დუშეთის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, მესტიის, წალენჯიხის, ქარელის, ლანჩხუთის, გორის და წალკის რაიონებში.საშაბათო სკოლა განკუთვნილი იქნება მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასელ მოსწავლეთათვის.

გაკვეთილებს ჩაატარებენ „კომაროვის“ მიერ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები. გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი, და ჩატარდება კვირაში ერთხელ. გაკვეთილების ძირითადად შეეხება „კომაროვის“ შაბათის სკოლაში აპრობირებულ კლასგარეშე საკითხებს, რომლებიც აზროვნებაზე და ლოგიკაზეა დაფუძნებული. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ სამი შემაჯამებელი წერა, რომელთაგან ბოლოს წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებიან „კომაროვში“.
Print

სტატიის გამოყენების პირობები