ხაშურელი მზარეული მილანში ქართული რესტორნის შეფ-მზარეულად მიიწვიეს
ხაშურელი მზარეული ნინო ძინძიბაძე მილანში მიიწვიეს. მომდევნო კვირიდან ის ქართული რესტორნის შეფ-მზარეული გახდება.

ნინო ძინძიბაძე კულინარიით ბავშვობიდან არის გატაცებული. ამბობს, რომ განსაკუთრებულად ქართლური საჭმელების პოპულარიზაციას ეწევა: 

,,ერთი შეხედვით ქართლური საჭმელები მარტივია,  თუმცა ძალიან გემრიელი. დავიბადე ქართლში  და ბავშვობიდან მიყვარს აქაური საჭმელები" - გვითხრა ნინომ.

ნინო ძინძიბაძე პოპულარული მას შემდეგ გახდა, როდესაც რუსთავი 2-ის გადაცემა ,,სამზარეულოს წესების" პირველ სეზონზე იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად მზარეულობისა, ნინოს სამსახურიც აქვს საფინანსო ორგანიზაციაში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი.

ნინომ qartli.ge-სთვის შინდის შეჭამანდი და ჭახრაკინა მოამზადა, რომლის შესახებ ვიდეორგოლს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები