არელისმუნიციპალიტეტი„ქარელობა“ 2019-ისთვის 20 000 ლარს
დახარჯავს.
სახალხო დღესასწაული 29 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებების შემდეგ
ვახშამი რესტორან „მაკრატელაშია“ შეკვეთილი 40 კაცზე, რისთვისაც
გამოყოფილია 2 000 ლარი.
„მოწვეულები გვყავს განათლების მინისტრი, შიდა ქართლის გუბერნატორი
სამი მოადგილით, ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები,
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები, (ა)
აიპ-ების ხელმძღვანელები და სხვა საჯარო მოხელეები“- უთხრა
Qartli.ge-ს ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების
გაერთიანების ხელმძღვანელმა მერი არხოშაშვილმა.
„ქარელობის“ დღესასწაულისთვის პირდაპირი ხელშეკრულებები სწორედ
აღნიშნულმა (ა) აიპ-მა გააფორმა.
დღის ბოლოს გაიმართება გალა კონცერტი ჯგუფი „რეზო და ბავშვების“
მონაწილეობით, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 377 ლარი გამოიყო.
510 ლარია ასევე გამოყოფილი ღონისძიებების გადაღებისთვის.
სტატიის გამოყენების პირობები