27 სექტემბერს მსოფლიო, ტურიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის
მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. გორის ა. ფერაძის სახელობის სამხატვრო
სკოლის აღსაზრდელებმა, ასფალტზე, ნამუშევრები მსოფლიო ტურიზმის
თემასთან დაკავშირებით შეასრულეს. საინფორმაციო ცენტრში მისულ
ტურისტებს კი, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო,
შემოდგომის ნობათთან ერთად.
ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს,
ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, ამერიკაში მოღვაწე
ხელოვან დავით გულისაბედაშვილის ქვიშაზე ნახატი ანიმაციური ფილმის
პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები.
დღესასწაული გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიერ 1979
წელს დაწესდა. დღესასწაულის აღსანიშნავად 27 სექტემბერი იმის გამო
შეირჩა, რომ სწორედ ამ დღეს მიიღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის
წესდება.
სტატიის გამოყენების პირობები