გორთან ავტობანზე მანქანა გზიდან გადავარდა
გორთან ავტობანზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა.

ფოტო მოქალაქემ გადაიღო და აღნიშნავს, რომ მგზავრები გადარჩნენ. დაშავებული 3 მამაკაციდან 2 გორის ჰოსპიტალში, მესამე კი, - გორმედში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავარია უამინდობამ გამოიწვია.

წვიმის დროს, გზის სხვადასხვა მონაკვეთზე წყლის გუბეები დგება, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი ზრდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები