გორის სოფელი შინდისი დაისეტყვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სეტყვა მოვიდა.

ამის შესახებ ადგილობრივებმა გვაცნობეს.  ფოტოც ერთ-ერთმა მცხოვრებმა გადაიღო.

გორის მერიის წარმომადგენლები ვითარებას სწავლობენ.

მოგვიანებით განცხადება გორის მერმა გააკეთა და აღნიშნა, რომ დაისეტყვა მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები