ხაშურში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა
ხაშურში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა

ღონისძიება ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის მთავარ მოედანზე ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს. გარდა კონცერტისა ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის მოედანზე გამოფენილი იყო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიება ხაშურის მერიისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.

ევროპის მემკვიდრეობის დღეები ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს და მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები