„კასპობა 2019“ გადაიდო
სახალხო დღესასწაული 19-ის ნაცვლად 26 ოქტომბერს გაიმართება, ამისი მიზეზად ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ტენდერს ასახელებენ.

„გამოცხადებული გვქონდა ტენდერი კასპობასთან დაკავშირებით, გამარჯვებულ კომპანიას დოკუმენტები წესრიგში არ ქონდა რის გამოც დღესასწაული ერთი კვირით გადაიდო“-უთხრა Qartli.ge- ს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ.

ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია თითქმის 26 ათასი ლარი. ამ თანხაში შედის 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან ღონისძიების მონაწილეების ტრანსპორტირება.

ასევე, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უფასოდ, ფოტოსა და გიფების გადაღება. ბავშვებს ზღაპრის 11 გმირიდახვდება; ყველა სოფელს თავისი კუთხე ექნება. გამოფენენ დაახლოებით 200 მ სიგრძის სადღესასწაულო დროშა-ბანერს.

მთვარ მოედანზე თივის ტუკებზე და დახლებზე ადგილობრივ ხილს დააწყობენ. საღამოს გაიმართება კონცერტი დიჯეისთან ერთად.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები