ხაშურში თამარ მეფის ქუჩაზე გამნაღმველები მუშაობენ
ევაკუაციაა გამოცხადებული თამარ მეფის ქუჩაზე, იქ სადაც დღეს დილით 36 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ სცემა.

ინფორმაცია Qartli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადგილობრივების ინფორმაციით დაპირისპირებამდე მამაკაცმა ყოფილი ცოლის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

ხელყუმბარა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ყოფილი ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, ამ წუთებში ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები