ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
32-წლის ირაკლი დეკანოიძეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გორის სასამართლოში პროცესი 19 საათზე დაიწყო.

პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა პატიმრობა მოითხოვა.

ირაკლი დეკანოიძე: ,,არ ვეთანხმები ბოლომდე წაყენებულ ბრალდებას.'

მოსამართლის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტს, ირაკლი დეკანოიძე განაცხადა, რომ არ ეთანხმება.

მიხეილ ბერიაშვილი: (პროკურორი) - ბოლო რამდენიმე წელი ჰქონდა კონფლიქტი ყოფილ ცოლთან. შეიარაღდა ხელნაკეთი    ცეცხლსასროლი იარაღით. ნათია გოგალაძემ მაღაზია ჩაკეტა. 4-ჯერ ესროლა, ვერ მიაყენა ზიანი. შემდეგ შეაგდო ყუმბარა. ნათია გოგალაძე გამოიქცა და შევარდა სხვაგან. გაეკიდა ბრალდებული და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში".

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული კიდევ ჩაიდენს დანაშაულს, არისანასამართლევი პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ფაქტზე და აუცილებელია პატიმრობა.

ადვოკატი ლარისა ჩადუნელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხარე თანახმაა წინასწარი პატიმრობის. ,,მას არ ჰქონდა ნათია გოგალაძის მკვლელობის მიზანი, კონფლიქტი გადაიზარდა საუბრის შემდეგ. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დარჩეს წინასწარ პატიმრობაში". 


,,ირაკლიმ სცადა თავის მოკვლა, მაგრამ გააცნობიერა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ამბავს" - აღნიშნა მეორე ადვოკატმა.

ადვოკატების განცხადებით, წინ ელით პროცესები, რომელიდდდაადგენს რეალურ გარემოებებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები