საღოლაშენი-აგარის გზაზე ბარიერებია შექმნილი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენიდან დაბა აგარამდე საავტომობილო გზაზე ბარიერებია შექმნილი. შიდასახელმწიფოებრივი მაგისტრალს ადგილობრივი მოსახლეობა ლობიოს გასარჩევად (ე.წ. საბეგვად) იყენებს.

ამის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე ნარჩენებია დატოვებული. აღნიშნული გზა ავტობანის გვერდით მდებარეობს და მას, ძირითადად, ფრონეს ხეობაში მდებარე სოფლებში მიმავალი მძღოლები იყენებენ.

მგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შუქამრეკლი გამაფრთხილებელი ნიშნები არ დგას, რაც მძღოლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები