სტალინის გამზირზე ახალი მონიშვნის ხაზები გაკეთდება
გორში, სტალინის გამზირზე, ახალი მონიშვნის ხაზები გაკეთდება. 

წინასაპროექტო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მერიის მიერ დაქირავებული კომპანიის თანამშრომლები განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ადგილებს მიაქცევენ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია.

ასეთ ადგილად ე.წ. ახალ ხიდთან არსებული ტერიტორია ითვლება. აქ ერთმანეთს მანქანები სამი მხრიდან ,,ხვდებიან". მერიას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები