ქვეშიდან გატაცებული მამაკაცი პატიმრობაში რჩება
28 წლის ადგილობრივი ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა.

Qartli.ge-ს ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიაწოდეს.

„გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს აქვს ნაკვეთი, სავარაუდოდ აქ მოხდა მისი დაკავება, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს ზაქრო ბუთხუზი ოკუპანტებმა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს“- უთხრა Qartli.ge-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მომხდარის შესახებ გუშინვე აცნობა, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ვადასტურებთ ინფორმაციას. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,-აცხადებენ სუს-ში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები