ძამას ხეობაში ხე-ტყის სოციალური ჭრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა
ძამას ხეობაში ხე-ტყის სოციალური ჭრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა.

ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო Qartli.ge-მ გადაიღო. გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხე-ტყის სოციალური ჭრები სოფელ ზღუდერთან მიმდინარეობს.

ხისმასალა კონკრეტულად მდინარე ღვანანას ნაპირზეა დასაწყობებული.

Qartli.ge წერდა, რომ ანალოგიური სახის კერები სოფელ ბანთან მდებარეობს.

იხ. ამავე თემაზე:

ხეების საპილოტე ჭრა ძამას ხეობაში - სოფელი ბანა (VIDEO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები