ინდიგოს ახალი ნომრის ,,1989-1992/სამხრეთ ოსეთის" პრეზენტაცია
თბილისში მწერალთა სახლში გაიმართა ჟურნალ ინდიგოს #41 ნომრის პრეზენტაცია.

,,1989/1992 წლები. სამხრეთ ოსეთი" - ასეთია ახალი ნომრის სათაური, რომელიც საზოგადოებას გასაცნობად და სადისკუსიოდ წარუდგინეს:

,,ოცდაათი წლის წინანდელი ამბები, რომელთაც ადამიანები იხსენებენ, ჟურნალში სამ პარალელურ თხრობას კრავს და ერთი ისტორიული ეპიზოდის აღდგენას ცდილობს. ზეპირ ისტორიებსა და საუბრებში იმ ამბებს იხსენებენ, რაც მოხდა სახლებში, ეზოებში, ქუჩებში და დროს ახლაც ყრუ ექოდ მოჰყვება."- აღნიშნავენ ჟურნალის ავტორები.

განიხილეს ძველ პრესაში არსებული განწყობები, დისკურსები, იდეები.

გამოცემის პრეზენტაციამ სამი პარალელური დიალოგის ფონზე ჩაიარა.

თემები:

▪ ისტორია, თუ მეხსიერებით მანიპულაცია? - დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი და ზურაბ ბენდიანაშვილი , კოალიციის „დევნილთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე

▪ ძალაუფლების ენა - გიორგი მაისურაძე და ხათუნა მოსაშვილი, ჟურნალისტი.

▪ ამბები ოსური სოფლებიდან - თამარ ბესტაევა

▪ დიალოგებს მოდერაციას უწევდნენ: თომა სუხაშვილი, ნინო ბექიშვილი და ნინო ლომაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები