ბექა ბასილაიამ გორში საპატიმრო დატოვა
გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი ბექა ბასილაია გაათავისუფლეს. 

მას 13დღის წინ ადმინისტრაციულ პატიმრობა შეუფარდეს. იგი18 ნოემბერს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, დააკავეს.

18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან  მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებული იყო 37 პირი.

,,ბრძოლა უკვე დაწყებულია და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. წამზომი ჩართულია, ძალიან მალე, იგივე სიტუაციაში ჩვენ ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მას ექნება თავი სამართლებელი და როდესაც დადგება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ყოველდღიურად ვხედავთ ახალ-ახალ დაკავებულებს და მათ სოლიდარობას ვუცხადებ, ჩვენს თანამებრძოლებს და ეს ძალიან მალე დასრულდება. და დასრულდება ამ ქვეყნის სასარგებლოდ, ისინი იქნებიან თავისუფალი. ხოლო ბიძინა ივანიშვილის და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელქვეითების პასუხისმგებლობის საკითხი კი, აუცილებლად დადგება”,-განაცხადა ბექა ბასილაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები