ჰოლანდიაში ,,უცნობი ჯარისკაცის" საფლავზე ატენელი სიმონ ვანიშვილის ნეშტი აღმოჩნდა
ჰოლანდიაში, ქალაქ ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალულ ,,უცნობი ჯარისკაცის" სასაფლაოზე მალე სიმონ ვანიშვილის სახელი დაეწერება. ,,დნმ"-ის ანალიზი შთამომავლებმა 2019 წლის 1 დეკემბერს მიიღეს.

,,მამაჩემს აუღეს დნმ-ის ანალიზი და რამოდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, გასულ კვირას მივიღეთ პასუხი. აღებული დნმ-ს ანალიზი დაემთხვა, დადებითია." - ამბობს სოსო ვანიშვილი, სიმონ ვანიშვილის ძმის შვილიშვილი.

სიმონ (სიკო) ვანიშვილი 1941 წელს გაიწვის დიდ სამამულო ომში.

,,წავიდა და წავიდა...სიცოცხლის ბოლომდე ელოდებოდა ახლად შერთული ცოლი ელიჩკა ქერდიყოშვილი. არანაირი წერილი, არანაირი პასუხი .იყო მხოლოდ ლოდინი უიმედო. 78 წლის შემდეგ, ამ გაზაფხულს გვიკავშირდება ბატონი ზაზა მილაძე ჰოლანდიის მხარის სახელით და გვიყვება - ჰოლანდიის ქალაქ ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული 15 ქართველიდან შესაძლია ერთ-ერთი სწორედ პაპის ძმა, სიმონ ვანიშვილი იყოს, რომელიც ნაცისტებმა დახვრიტეს 15 ქართველ ჯარისკაცთან ერთად, ჰოლანდიელ პარტიზანებთან კავშირისა და მათთვის საბრძოლო მასალის (88 ხელყუმბარის) გადაცემის მცდელობისათვის." - აცხადებს სოსო ვანიშვილი.

რაც შეეხება დანარჩენ 14 ჯარისკაცის ვინაობას, მათ დასადგენად მუშაობა გრძელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები