გორში ,,მარიხუანის" შენახვის ფაქტზე 7 პირი ამხილეს
გორში  7 პირი დააკავეს, რომლებიც ,,მარიხუანის" შენახვაში ამხილეს.

ამის თაობაზე სასამართლო პროცესი დღეს იმართება.

პროცესზე 7-ვე პირია წარდგენილი. ბრალდების ცნობით, ნაწილი გორში, ნაწილი თბილისში, ნაწილი კი, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტოარზე მცხოვრებია.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების მიხედვით, თითოეულ მათგანს მინიმუმ 500-ლარიანი ჯარიმა ემუქრება. გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები