სურამში ქალის მკვლელობის ფაქტზე მხილებული პირი დაკავებულია
მამაკაცი, რომელიც სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობაშია მხილებული, დაკავებულია.

შსს-ს პრეს-სამსახურში  qartli.ge-ს განუცხადეს, რომ მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ლ.მ.

მას ბრალს სავარაუდოდ უახლოეს საათებში, ხაშურის პოლიციაში წარუდგენენ.

გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა ქალს 26 წლის ბეტა ნაჭყებიას სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით, ლოგინში მიაყენა.

მკვლელობა ბრალდებულის ბებიის სახლში მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები