მდინარე ლიახვს მტკვრის შესართავთან კალაპოტი შეუცვალეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ამ დრომდე არ დაუსრულებია მოკვლევა იმაზე, თუ რატომ შეუცვალეს მდინარე ლიახვს კალაპოტი მტკვრის შესართავთან.

10 ნოემბერს მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დამშრალ კალაპოტში თევზი იხოცებოდა. გარემოსდამცველების თქმით, თევზის რაოდენობა განსაკუთრებით სწორედ მდინარეების შესართავებთან იზრდება, ამიტომ კალაპოტის დაშრობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ზიანის მომტანი იყო.

ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ფიგურირებს — თითქოს კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის აღებაა დაგეგმილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები