ტრაილერისა და პატრულის მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებული პოლიციელები ხაშურიდან არიან
დაშავებულები არიან ქვიშხეთსა და ცხრამუხაში მცხოვრები მამაკაცები, რომლებიც დღეს ავტობანზე მორიგებოდნენ. ერთ-ერთს გორის ჰოსპიტალიდან დღეს გაწერენ, ხოლო მეორე - ,,ქარელმედში" მიიყვანეს.

,,ქარელმედის" წარმომადგენლის ცნობით, დაშავებულს სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანენ.

qartli.ge წერდა, რომ სატვირთო ავტომანქანა (ტრაილერი) ეკიპაჟის მანქანას დაეჯახა. შემთხვვა ხაშური-აგარას მონაკვეთზე მოხდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობას (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია).

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მძღოლი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები