,,კასპობა 2019"-ის ჩატარების თარიღი ცნობილია
,,კასპობა 2019" 3 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მერიიდან აცნობეს.

ეს უკვე მესამე თარიღია, რომელიც ,,კასპობის" ჩასატარებლად წელს დაგეგმეს.

ორჯერ ჩაშლილი ,,კასპობის" მიზეზად სატენდერო დავებს ასახელებენ. ორივე ტენდერის დროს, კომპანიებმა მერიას უჩივლეს - არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის გამო. დავების საბჭოში კი, პროცედურებს არ აჩქარებენ.

2019 წელს კასპობა 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. ზუსტად, ამ მიზეზით 26 ოქტომბრისთვის გადაიდო. ამჯერად, 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.

სახალხო დღესასწაული 2015 წელს აღდგა და 17 ოქტომბერს გაიმართა, 2016 წელს კი, - 2 ოქტომბერს; 2017 წელს - 14 ოქტომბერს; ხოლო 2018 წელს კი, - 21 ოქტომბერს ჩატარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები