სოფელ ხიდისთავში ტანას ხიდზე დაზიანებები აღმოაჩინეს
გორი-უფლისციხე-კასპის გზაზე, მდინარე ტანაზე არსებულ ხიდს დაზიანებები აღმოაჩინეს. ამის შესახებ გორის მერიას კომპანია შპს ,,კავტრანსპროექტმა" აცნობა.

რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ხიდის გამოკვლევის პროცესში დაფიქსირდა შემდეგი დეფექტები და დაზიანებები:

გამოფიტულია სანაპირო ბურჯების საკარადე კედლების ბეტონი; ჩამოშლილია შუალედი ბურჯების რიგელების დამცავი ფენი ბეტონი;

დაზიანებულია შუალედი ბურჯის დგარები; დაზიანებული მალის ნაშენის კოჭებს შორის ნაკერები და კოჭების წიბოები; კალაპოტში შემორჩენილია ძველი ხიდის ნარჩენები რაც ავიწროებს მდინარის კალაპოტს.

დაზიანებულია სადეფორმაციო ნაკერები და მისი მიმდებარე სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარი ხიდზე არ არის მოწყობილი წყალმომცილებელი სისტემა; დაზიანებულია თვალამრიდები და ფოლადის მოაჯირები; სანაპირო
ბურჯების ფერმისქვეშა ფილები დანაგვიანებულია ჩამონაშალი გრუნტითა და საყოფაცხოვრებო ნაგვით.

საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს ცნობით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანებები აღმოიფხვრება 2020 წელს.

მათი განცხადებით, უნდა განხორციელდეს: სავალი ნაწილის რეაბილიტაცია ახალი ტროტუარის ბლოკებისა და მოაჯირების მონტაჟით; ხიდზე წყალმომცილებელი სისტემის მოწყობა პოლიეთილენის საწრეტი მილებითა და თუჯის ხუფებით;მალის ნაშენის კოჭებს შორის დაზიანებული გამონოლითების ნაკერების რეაბილიტაცია; სანაპირო ბურჯების საკარადე კედლების შეცვლა და შუალედი ბურჯების საძირკვლის გაძლიერება, დგარების მობეტონება და რიგელების ზედაპირის შელესვა; სანაპირო ბურჯების წინ სარეგულაციო კედლების მოწყობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები