,,ქარბორბალა" ვარიანში (PHOTO/VIDEO)
ძლიერი ქარი, წვიმა და მცირედი სეტყვა მოვიდა სოფელ ვარიანში. ადმინისტრაციულ თემში ,,ქარბორბალამ" ჯერ სოფელ ახალდაბას გადაურა.

ქარის შედეგად გორი-ვარიანის გზაზე ჭადრებს ტოტები მოსტყდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რამაზ როსტომაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეტყობინება საცხოვრებელი სახლების დაზიანების ან მოსავლის განადგურების შესახებ, არ შესულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები